ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

აქცენტი სლემებზე გაკეთდება - ჯოკოვიჩმა 2025 დაგეგმა

ცოტა ხნის წინ, როჯერ ფედერერმა თავის ყოფილ კონკურენტებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ნოვაკ ჯოკოვიჩს, ასევე რაფაელ ნადალს კორტზე 2025 წელსაც იხილავს. თუმცა, ბუნებრივია, სურვილი ერთია და შესაძლებლობა მეორე - სოლიდური ასაკიდან გამომდინარე, ვეტერანი ჩოგბურთელები ყველა ტურნირისთვის თანაბრად მომზადებას ვეღარ ახერხებენ, რაც 36 წლის ჯოკოვიჩმა ერთ-ერთი სერბული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუშიც აღნიშნა.

ნოლემ განაცხადა, რომ 2025 წელს მისთვის პრიორიტეტული იქნება ოთხივე დიდი მუზარადის ტურნირზე ასპარეზობა და ყველა მასტერსზე მონაწილეობას აღარ მიიღებს. ითამაშებს მხოლოდ იქ, სადაც გამოსვლა მას სლემებისთვის კარგად მომზადებაში დაეხმარება. ჯოკოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ არასოდეს იტყვის უარს სერბეთის ნაკრების ღირსების დაცვაში და მის კალენდარში ეროვნული გუნდისთვის თამაშისთვის ადგილი მუდამ გამოიძებნება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელი ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელისთვის ცალსახად წარუმატებელი გახლდათ, რადგან 7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ვერც ერთი დიდი მუზარადის ტურნირი ვერ მოიგო. ავსტრალიის ღია პირველობაზე ის ნახევარფინალში დამარცხდა, როლან გაროსს მეოთხედფინალური მატჩის წინ ტრავმის გამო ჩაეხსნა, უიმბლდონზე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობა მესამე წრეში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კორტზე საკუთარი თავის პოვნა მიჭირდა“ - ჯოკოვიჩი პოპირინთან წაგების შემდეგ
“კორტზე საკუთარი თავის პოვნა მიჭირდა“ - ჯოკოვიჩი პოპირინთან წაგების შემდეგ