ჟოან ლაპორტა, ჰანსი ფლიკი, ანსუ ფატი
Aa
Aa

ტრანსფერები იანვარში? ბარსა Nike-თან რეკორდულ კონტრაქტს აფორმებს

„ბარსელონა“ ფინანსური წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება, რაც კლუბს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის საშუალებას მისცემს.

ესპანური Marca-ს ცნობით, კატალონიელები მალე Nike-თან ახალ რეკორდულ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

„ბარსა“ Nike-ისგან სეზონურად 140 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა შესაძლოა, რომ ეს თანხა 125 მილიონ ევრომდე შემცირდეს, თუ „ბარსელონა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბონუსე თანხის 150 მილიონი ევროს მიღებას კონტრაქტის გაფორმებისთანავე მოისურვებს.

წყარო წერს, რომ კლუბი ახალი შეთანხმების შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებს და თარიღსაც გაასაჯაროებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გარიგებაში არის ის, რომ „ბარსა“ ამის შედეგად ლა ლიგის ფეარ პლეის წესს დაიცავს და ფინანსურ რეგულაციას დააკმაყოფილებს, რაც 1:1-ის დაფიქსირებით გამოიხატება.

რას ნიშნავს 1:1-ის დაფიქსირება ფეარ პლეიში? ასეთ დროს კლუბს შეუძლია წლიური შემოსავლიდან დიდი თანხა სატრანსფერო მიზნებისთვის გამოიყენოს, შეიძინოს ახალი მოთამაშეები და უპრობლემოდ დაარეგისტრიროს. მაგალითისთვის, ეს ბოლოს „ბლაუგრანამ“ ჩავის დროს 2022 წლის იანვარში შეძლო, როცა ფერან ტორესი და რაფინია შეიძინა.

ლა ლიგის ამჟამინდელი მკაცრი ფეარ პლეის წესების მიხედვით, კლუბებს ტრანსფერებში შემოსავლის მხოლოდ 25-დან 35 პროცენტამდე დახარჯვის უფლება აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია ხოლმე. საამისოდ არის საჭირო ახალი ფინანსურად მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება, რასაც ახლა ჟოან ლაპორტა გეგმავს.

ამრიგად, Nike და „ბარსა“ ახალ კონტრაქტს ოქტომბრის ბოლოს გააფორმებენ, რის შემდეგაც კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფინანსურად კომფორტულ მდგომარეობაში იქნება.

ფატი იანვარშივე გაიყიდება?

იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსა“ ანსუ ფატის გაშვებას გეგმავს. კლუბში მის მიმართ რწმენა სრულად დაკარგეს, რადგან „ბლაუგრანას“ ათიანი სასურველ კონდიციებში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და ფლიკის გეგმებში ის აღარ შედის.

თუ, ბარსა ლა ლიგის ფინანსური ფეარ პლეის 1:1 წესის დაფიქსირებას შეძლებს, რისი შანსიც უკვე საკმაოდ დიდია, კლუბი ფატის ზამთარში გაყიდის და მისი შემცვლელის შეძენას შეეცდება. ჯერჯერობით სავარაუდო სახელების შესახებ არაფერი დაწერილა. ყველაფერს თავად ფლიკი გადაწყვეტს, თუ ვისი ხილვა მოუნდება გუნდში.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ „ბარსელონამ“ ზაფხულის ტრანსფერზე იანვარშივე იმუშაოს, რადგან 1:1 წესის ზაფხულში გამოყენება სავარაუდოდ გაუჭირდებათ და ამ მომენტს იანვარში მაქსიმალურად გამოიყენებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: „ნერეში კვარას უკეთესს გახდის“
კასანო: „ნერეში კვარას უკეთესს გახდის“