მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილა ჰარისონი
Aa
Aa

„დვალიშვილთან მარცხს ვერ ივიწყებს“ - ჰარისონმა სეხუდო დაამცირა

მერაბ დვალიშვილის მიერ შონ ომალის დამარცხებისა და UFC-ის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, მისი ყოფილი კონკურენტი ჰენრი სეხუდო ქართველი მებრძოლის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. მექსიკური წარმოშობის სპორტსმენი გარდა იმისა, რომ ქამრის დაცვისთვის ბრძოლაში დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვთან უშანსო მარცხს უწინასაწარმეტყველებს, საკუთარ დამსახურებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ მედლებს უსვამს ხაზს.

ქართველმა „მანქანამ“ სეხუდოსთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ის წარსულია და მასთან არც ბრძოლას და აღარც პოლემიკაში შესვლას არ აპირებს. სამაგიეროდ, მერაბის დაცვა საკუთარ თავზე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა კაილა ჰარისონმა აიღო და სეხუდო მკაცრად გააკრიტიკა.

რას ამბობს ჰარისონი სეხუდოზე

ჰენრიმ ჯერ საჯაროდ განაცხადა, რომ ჩემს გამარჯვებაზე ფსონი დადო, მაგრამ შემდეგ იმდენი სისულელეები ილაპარაკა ჩემზე, რომ დავრწმუნდი, ის საღ გონებაზე არ არის. დვალიშვილთან მარცხი ვერ გადაიტანა და ახლა კონტექსტიდან ამოვარდნილ განცხადებებს აკეთებს.

ამას არასოდეს აღიარებს, მაგრამ სეხუდო განიცდის, რომ მე მასზე მეტი ოლიმპიური მედალი მაქვს. განიცდის იმიტომ, რომ ამპარტავანია და თავის დამკვიდრებას ცდილობს.

ცნობისათვის, კაილა ჰარისონი ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ორჯერ გახდა, ჰენრი სეხუდომ კი ოქროს მედალი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარი ქამარს ჩაიბარებს და აღარასდროს დათმობს“ - სეხუდო არ ჩერდება
„უმარი ქამარს ჩაიბარებს და აღარასდროს დათმობს“ - სეხუდო არ ჩერდება