დავიდ ტრეზეგე
Aa
Aa

ტრეზეგეს უჩივიან - საქმე სასამართლოს გადაეცა

წარსულში ცნობილ ფრანგ ფეხბურთელს დავიდ ტრეზეგეს ყოფილმა მეუღლემ სასამართლოში უჩივლა. 35 წლის არგენტინელი ბელენ კოსიმო იუწყება, რომ ის წლების განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო და გარდა ამისა, ის ტრეზეგეს შვილის არასათანადო მატერიალურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

წყვილი 2022 წელს, 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა და მათ ჰყავთ ერთი შვილი, რომელსაც მალე 7 წელი შეუსრულდება. კოსიმომ სარჩელი მადრიდის სასამართლოში შეიტანა, სადაც ის უკვე ორი წელია ცხოვრობს. ბელენი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ტრეზეგემ მასზე გაიგო, რომ მადრიდის აეროპორტ „ბარახასში“ დაიწყო მუშაობა, ფინანსური დახმარება საგრძნობლად შეუმცირა, იტალიის ერთ-ერთ ბანკში არსებული საკრედიტო ბარათი დაუბლოკა და აგვისტოდან იმ სახლის ქირის გადახდაც შეწყვიტა, სადაც ის შვილთან ერთად ცხოვრობს.

დავიდ ტრეზეგემ „იუვენტუსის“ რიგებში 2-ჯერ სკუდეტო და ერთხელ იტალიის სუპერთასი მოიგო. სანაკრებო დონეზე კი, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 1998 წელს მსოფლიოს, 2000 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. „სამფეროვნებში“ ჩატარებულ 71 შეხვედრაში მის ანგარიშზე 34 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრეგასს ბინიდან ასახლებენ - ესპანელი ქირას არ იხდის
ფაბრეგასს ბინიდან ასახლებენ - ესპანელი ქირას არ იხდის