მამარდაში აღებული ფული საკმარისი არ არის - ვალენსიას ფინანსური პრობლემები
„ვალენსიასთვის“ წლევანდელი სეზონი საშინლად დაიწყო და ცხრა ტურის შემდეგ კლუბი ესპანეთის ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-18 ადგილზეა. როგორც ირკვევა, გარდა სპორტულისა, “ღამურებს“ სერიოზული ფინანსური პრობლემებიც აქვთ და მათ ვერც იმ ფულის აღებამ უშველა, რომელიც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით გამოიმუშავეს, რის გამოც კიდევ ერთი მოთამაშის გასხვისებას გეგმავენ.
საუბარია უგო დუროზე, რომლითაც ინგლისის პრემიერ ლიგის ორი კლუბი სერიოზულად არის დაინტერესებული. „ასტონ ვილა“ და „ვესტ ჰემი“, რომელთაც უნაი ემერისა და ჟულიენ ლოპეტეგის სახით ესპანელი სპეციალისტები ამზადებენ, მზად არიან ვალენსიელებთან 24 წლის ფორვარდის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყონ. დუროს „ხეტაფედან“ დამატება „ღამურებს“ 2022 წელს 4 მილიონი ევრო დაუჯდათ, ახლა კი 2028 წლამდე გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა რა თქმა უნდა ამდენს არავინ გადაიხდის და მის გაყიდვას 30 მილიონადაც დათანხმდებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გიორგი მამარდაშვილმა საკუთარი კარი წლევანდელ სეზონში მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა და „ლეგანესთან“ (0:0) სტუმრად გამართული შეხვედრა გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ დრომ „ვალენსიას„ რიგებში ყველა ტურნირზე გამართულ 110 მატჩში 26 გოლი გაიტანა.