გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის მე-3 მშრალი მატჩი | ლეგანესისა და ვალენსიას შეხვედრა ფრედ დასრულდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ლეგანესს“ დაუპირისპირდა. მატჩი მოსაწყენი გამოვიდა, ტრიბუნებზე მყოფმა გულშემატკივრებმა გატანილი გოლი ვერ იხილეს და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

ქართველ „ღამურას“ ბევრი საქმე არ ჰქონია. „ლეგანესმა“ „ჩეს“ კარის მიმართულებით რვაჯერ დაარტყა, მაგრამ ზუსტი არც ერთი ყოფილა და „მამარდას“ საქმეში ჩართვა არ მოუწია. შეტევაში „ვალენსიასაც“ არაფერი გამოუვიდა და საბოლოოდ, ლოგიკური ფრე მივიღეთ.

მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მესამედ შეინახა. ბოლო ოთხი შეხვედრიდან, გიორგის გოლი მხოლოდ ერთში აქვს გაშვებული. მას „სოსიედადმა“ გაუტანა (3), „ჟირონას“, „ლეგანესისა“ და „ოსასუნას“ წინააღმდეგ კი ბურთი არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ 9 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს გამართავენ და „ლას პალმასს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუმჩნეველი იყო, ძალიან გაუჭირდა“ | როგორ აფასებენ იტალიაში ხვიჩას თამაშს
„შეუმჩნეველი იყო, ძალიან გაუჭირდა“ | როგორ აფასებენ იტალიაში ხვიჩას თამაშს