პეპ გუარდოლა
Aa
Aa

„მე გადავწყვეტ, თქვენ ვერაფერს მიბრძანებთ“ - გუარდიოლა ფიფას დაუპირისპირდა

15 ივნისიდან 13 ივლისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიფა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება, სადაც ექვსი კონფედერაციიდან 32 გუნდი ითამაშებს. შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ თითოეული კლუბის ოფისში გაგზავნა წერილი, რომლითაც ეს ორგანიზაცია მონაწილეებს ავალდებულებთ, რომ საკლუბო ჩემპიონატზე ერლინგ ჰოლანდის, კილიან მბაპესა და ჰარი კეინის კალიბრის ვარსკვლავებმა აუცილებლად ითამაშონ. ფიფას მოთხოვნებზე ყველაზე მწვავე რეაქცია „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს ჰქონდა, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა.

პეპ გუარდიოლა

კლუბის ოფისში მოსულია შეტყობინება ასეთი შინაარსით - ვალდებულები ხართ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ყველა ძლიერი ფეხბურთელი ათამაშოთ. რას ნიშნავს ძლიერი? ფიფაში იციან, ვინ ვისზე ძლიერია, თუ როგორ გავიგო ეს ყველაფერი?

შეერთებულ შტატებში ჩავალთ მთლიანი შემადგენლობით, რადგან მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება არ გვიწევს და ვინც კონკრეტულ მომენტში კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნება, ის ითამაშებს.

ჰოლანდს რომ გარკვეული პრობლემები ჰქონდეს, ამ ფორმაში არ იყოს, მაინც უნდა ვათამაშო, რადგან ფიფას ასე სურს? მთავარი მწვრთნელი ვარ და მე გადავწყვეტ ვინ იქნება განაცხადში, არავისი რჩევები არ მჭირდება.

ცნობისათვის, „მანჩესტერ სიტის“ გარდა, ევროპის კონტინენტიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „ჩელსი“, „რეალი“, „ბაიერნი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ინტერი“, „პორტუ“, „ბენფიკა“, „დორტმუნდი“, „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“ და „ზალცბურგი“ ითამაშებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღეიდან ომში ვართ“ - გუარდიოლა არსენალთან დაპირისპირებაზე
„დღეიდან ომში ვართ“ - გუარდიოლა არსენალთან დაპირისპირებაზე