ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„მითხრეს, რომ VAR-ი ვერ ჩაერეოდა“ | კონტე კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ეპიზოდზე ისაუბრა. 63-ე წუთზე, „კვარა“ „კომოს“ საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, რასაც იტალიელი სპეციალისტი კატეგორიულად არ ეთანხმება.

„რა ვუთხარი მეოთხე არბიტრს კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდში? გავბრაზდი. ვწუხვარ ყვითელი ბარათის გამო, რომელიც მივიღე, მაგრამ მითხრეს, რომ ვიდეორეფერი საქმეში ვერ ჩაერეოდა და ეს მთავარი არბიტრის ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო.

მსაჯებს პატივს ვცემ. გასულ ტურში, ორი საკამათო გადაწყვეტილება იყო, როცა VAR-ი საქმეში არ ჩაერთო და გაბრაზებული ვიყავი. არა უშავს, წინსვლას ვაგრძელებთ და ყველა სიტუაციაში უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ“.

სხვათა შორის, ნეაპოლური გამოცემები დარწმუნებული არიან, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა და მას თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. იტალიელი ჟურნალისტის, კარლო ალვინოს თქმით, „კვარაზე“ აშკარა პენალტი იყო და არბიტრმა სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუმჩნეველი იყო, ძალიან გაუჭირდა“ | როგორ აფასებენ იტალიაში ხვიჩას თამაშს
„შეუმჩნეველი იყო, ძალიან გაუჭირდა“ | როგორ აფასებენ იტალიაში ხვიჩას თამაშს