„ნაპოლის ჩემპიონატის მოგება შეუძლია“ | ფაბრეგასი მატჩის შემდეგ
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „კომო“ 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, „ბიანკობლუს“ მთავარმა მწვრთნელმა, სესკ ფაბრეგასმა „პარტენოპეისთან“ გამართული დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ ანტონიო კონტეს გუნდს ჩემპიონობის მოპოვება შეუძლია.
„პირველი 60 წუთის განმავლობაში კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. საწყის საათში კარგი ნაპოლი და უკეთესი კომო ვიხილეთ. ანტონიო კონტეს გუნდს ჩემპიონობის მოპოვება შეუძლია და თვითრწმენა მომეცა, როცა ვნახე, რომ პარტენოპეის ჩვენ წინააღმდეგ თამაში უჭირდა. ამის შემდეგ იყო დაღლილობა, რასაც დაემატა ცვლილებაზე შესული ფეხბურთელები, რომლებმაც ნაპოლის დონე ასწიეს.
პარტენოპეის ჰყავს მოთამაშეები, რომლებიც სათადარიგოთა სკამიდან განსხვავებას ქმნიან. ჩვენ მსგავსი ფუფუნება არ გვაქვს. მომენტები გვქონდა, მაგრამ განსხვავების შექმნა დაგვაკლდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდის ბირთვიც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც აღვნიშნე, ნაპოლიმ ხარისხიანი ცვლილებები გააკეთა და ამის გამო, ძალიან გაგვიჭირდა“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მხრიდან გოლები რომელუ ლუკაკუმ, დავიდ ნერეშმა და სკოტ მაკტომინეიმ გაიტანეს. „კომოს“ დამარცხების შემდეგ, „პარტენოპეის“ ანგარიშზე 16 ქულაა და ანტონიო კონტეს გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია.