რომელუ ლუკაკუ, ანტონიო კონტე, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

„ბიჭებმა ერთდღიანი დასვენება დაიმსახურეს“ - კონტე კმაყოფილია

ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. „კომოსთან“ (3:1) მატჩის დაწყებამდე, პარტენოპეის 55 წლის დამრიგებელს სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული ჯილდო გადასცეს, თუმცა ის ამაზე უფრო მეტად თავისი გუნდის მორიგი გამარჯვებით იყო ბედნიერი, რაც მატჩის შემდგომ გამართულ პრეს კონფერენციაზეც აღნიშნა.

ანტონიო კონტე

ძალიან სასიამოვნოა, რომ სანაკრებო პაუზას ლიდერის ამპლუაში შევხვდებით. ვაკონტროლებდით მატჩს, გავიტანეთ ლამაზი გოლები და ფეხბურთით გატაცებულ ნეაპოლელ გულშემატკივარს დიდი სიამოვნება მივანიჭეთ - ეს ყველაფერი 24-საათიანი დაუღალავი შრომის შედეგია. იმდენად მომეწონა ჩემი გუნდი, რომ ვფიქრობ, ფეხბურთელებს ერთდღიანი დასვენება ხომ არ მივცე.

რომელუ ლუკაკუზე ყოველთვის მაღალი წარმოდგენა მქონდა და ის გაცემულ ავანსებს ტურიდან ტურამდე ამართლებს. რაც შეეხება პოლიტანოს, მას „ინტერშიც“ ვავარჯიშებდი, ტექნიკა არც მაშინ აკლდა, თუმცა „ნაპოლიში“ მოსულმა სულ სხვანაირი, ტაქტიკურად და ფიზიკურად უკეთესად მომზადებული მატეო ვიხილე.

შვიდ ტურში „ნაპოლიმ“ 5 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ, პირველ ტურში „ვერონასთან“ (0:3) დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები სანაკრებო ბატალიების შემდეგ, 20 ოქტომბერს, სტუმრად საბა გოგლიჩიძის „ემპოლისთან“ გამართავენ და თამაში თბილისის დროით, 14:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ერთი მინი მომენტი ჰქონდა | ნაპოლიმ კომოს 3:1 მოუგო
კვარას ერთი მინი მომენტი ჰქონდა | ნაპოლიმ კომოს 3:1 მოუგო