გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„მან ეს დაიმსახურა“ - ბოსნიელები გულიაშვილზე

სტუმრად უკრაინასთან და საკუთარ სტადიონზე ალბანეთთან გასამართი უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციან შემადგენლობაში გიორგი გულიაშვილის სახით ერთადერთი დებიუტანტია. „იბერიას“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი ამჟამად ბოსნიის ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი და 8 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია. ერთ-ერთი იქაური გამოცემა გიორგისთვის სანაკრებო შანსის მიცემას პოზიტიურად გამოეხმაურა.

რას წერენ გულიაშვილზე

ის არის ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სეზონის სტარტზე „სარაევოს“ წარმატების საწინდარია. 8 გოლი ქვეყნის პირველობაზე და ერთი ბურთი უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრ რამეზე მეტყველებს.

გიორგის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში სოლიდური სტატისტიკა უმაგრებს ზურგს - 19-წლამდელებში 18 მატჩში 11 გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო 21-წლამდელებში ასპარეზობისას, სადაც კაპიტნის სამკლავურსაც ატარებდა, მის ანგარიშზე 20 შეხვედრაში 8 გოლია.

ცნობისათვის, მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული გუნდი ორშაბათიდან პოლონეთში შეიკრიბება და მომავალი თამაშებისთვის მზადებას შეუდგება. ორი ტურის შემდეგ სანიოლის მომზადებული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს გამოცდა სანაკრებო პაუზამდე - ექვსქულიანი მატჩი ოსერთან
ზურიკოს გამოცდა სანაკრებო პაუზამდე - ექვსქულიანი მატჩი ოსერთან