დუდუ დადიანი, ვსა, ამრა
Aa
Aa

დადიანის მემორიალი დასრულდა - ვსა ჩემპიონია

დუდუ დადიანის საკალათბურთო მემორიალის გამარჯვებული ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი გახდა. რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალში „ვსა“-მ გაგრას „ამრა“ 11-ქულიანი სხვაობით, 82:71 დაამარცხა და ტურნირი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გამარჯვებული კლუბის ამერიკელი ლეგიონერი ჯერმეინ ჰიდი გახლდათ, რომელმაც 38 წუთში 31 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა დააგროვა. „ამრას“ რიგებში გამორჩეული ლუკა მაზიაშვილი იყო, რომელმაც 19 ქულასთან ერთად, 7 მოხსნას მოუყარა თავი. ფინალამდე „ვსა“-მ, რომელმაც სუპერლიგის საგზური წინა სეზონში, ფინალურ სერიაში „სოხუმის“ დამარცხების შედეგად მოიპოვა, დადიანის მემორიალზე ჯგუფში „ქუთაისსა“ და „ბათუმს“ აჯობა, ნახევარფინალში კი ზესტაფონის „მარგვეთზე“ ძლიერი აღმოჩნდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და ნაკრების ექს-მოთამაშის, დუდუ დადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი 2002 წლიდან ტარდება და წელს გამართულ რიგით 23-გათამაშებაში სუპერლიგის 11 კლუბთან ერთად, ა ლიგის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 10 ქულა ბასკონიასთან - ტენერიფემ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
შერმადინის 10 ქულა ბასკონიასთან - ტენერიფემ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო