რომან დოლიძე
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | დოლიძემ და ჰოლანდმა ერთნაირი მაჩვენებელი დააფიქსირეს

UFC-ის მომდევნო ღონისძიება სოლტ ლეიქ სითიში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ალექს პერეირასა და ხალილ რაუნტრის საჩემპიონო ორთაბრძოლაა. UFC 307-ზე, ქართველ მებრძოლსაც ვიხილავთ და რომან დოლიძე კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდება.

ტრადიციისამებრ, დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა. დოლიძემ და ჰოლანდმა წონა ჩააბარეს და სასწორზე ერთნაირი რიცხვები დააფიქსირეს - 185.5 ფუნტი (84.1 კილოგრამი). საინტერესოა, რომ წონა არავის ჩაუგდია და MMA-ის გულშემატკივრებს მაგარი ღონისძიება ელოდებათ.

ორიოდე სიტყვა საჩემპიონო ბრძოლაზეც ვთქვათ. პერეირამ და რაუნტრიმ ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 205 ფუნტი (92.98 კილოგრამი). UFC 307-ზე კიდევ ერთ ბრაზილიელს ვიხილავთ და ლეგენდარული ჟოზე ალდო მარიო ბაუტისტას დაუპირისპირდება. ორივე მებრძოლი 61.6 კილოგრამს იწონის.

ცნობისათვის, „კავკასიელმა“ ბოლო ბრძოლა ენტონი სმიტთან გამართა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. კარიერის განმავლობაში ჩატარებული 16 ბრძოლიდან ქართველს თავის სასარგებლოდ 13 აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბმა დაამტკიცა, რომ მონსტრების დამარცხება შეიძლება“ | დვალიშვილის მწვრთნელი
„მერაბმა დაამტკიცა, რომ მონსტრების დამარცხება შეიძლება“ | დვალიშვილის მწვრთნელი