ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის სახე და გუნდის ლიდერია“ | იტალიელი მწვრთნელი კვარაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ივანო ტროტამ, რომელსაც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებებშიც უმუშავია, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ტროტამ ქართველი გარემარბი შეაქო და განაცხადა, რომ „კვარა“ ანტონიო კონტეს „პარტენოპეის“ სახეა.

„მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის ლიდერის როლი მოირგო. ის მთავარი სახეა ნაპოლისა, რომელიც გასულ გათამაშებაში დაკავებული მე-10 ადგილის შემდეგ, ყველაფერს ახლიდან იწყებს. ჩემი აზრით, კვარაცხელია მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის, მაგრამ დავიდ ნერეშსაც უნდა ვადევნოთ თვალი“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 6 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო მეტოქე „კომო“ გახლავთ, რომელთან მატჩსაც 4 ოქტომბერს ვიხილავთ.

გეტყვით იმასაც, რომ კონტეს „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ირანიდან შეუფერხებლად ჩამოვიდეს“ - იაშვილი გველესიანზე
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ირანიდან შეუფერხებლად ჩამოვიდეს“ - იაშვილი გველესიანზე