მერაბ დვალიშვილი, ალექს პერეირა, ხალილ რაუნთრი
Aa
Aa

„მერაბმა დაამტკიცა, რომ მონსტრების დამარცხება შეიძლება“ | დვალიშვილის მწვრთნელი

ჯონ ვუდი მერაბ დვალიშვილის მწვრთნელია და ხალილ რაუნტრისაც ავარჯიშებს, რომელიც მომდევნო ბრძოლას ქვემძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ალექს პერეირას წინააღმდეგ გამართავს. ვუდს იმედი აქვს, რომ რაუნტრი „მანქანის“ მაგალითს გამოიყენებს და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მონსტრების დამარცხება შეიძლება.

„შონ ომალისთან გასამართ ორთაბრძოლას გიჟური სარეკლამო კამპანია უძღოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩხუბამდე ორი კვირით ადრე, მეგონა, თითქოს მერაბი მონსტრს ხვდებოდა, რომელიც მას 30 წამში დაანოკაუტებდა.

დვალიშვილმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ ყოფილა და მისმა გამარჯვებამ ჩვენი თვითრწმენა გაზარდა. მერაბის წარმატება ადასტურებს, რომ სწორად ვმუშაობთ და შეუძლებელი არაფერია. ომალისა და პერეირას მსგავსი მებრძოლები არიან მონსტრები, რომელთა სტატუსის ამაღლებაშიც წვლილი UFC-ის სამარკეტინგო მანქანას შეაქვს. მათი დამარცხება შეიძლება და თუ ჩვენს გეგმას გავყვებით, ყველაფერი გამოგვივა“.

შეგახსენებთ, რომ პერეირასა და რაუნტრის ჩხუბი UFC 307-ის მთავარი მოვლენაა. ამავე ღონისძიებაზე რომან დოლიძესაც ვიხილავთ, რომელიც კევინ ჰოლანდს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ ფეხბურთს დიდი ხანია თამაშობს“ - სანიოლი გოგლიჩიძის პროგრესზე
„მგონია, რომ ფეხბურთს დიდი ხანია თამაშობს“ - სანიოლი გოგლიჩიძის პროგრესზე