დეიან სტანოიევიჩი, საკის კეჩაგიასი
Aa
Aa

სერბის ნაცვლად ბერძენი - ახალი მწვრთნელი დინამოში

წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე საკის კეჩაგიასი დაინიშნა. ბერძენმა სპეციალისტმა სერბი დეიან სტანოიევიჩი შეცვალა, რომელიც საქართველოს საუკეთესო კლუბს ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ახალი დამრიგებლის დებიუტი 8 ოქტომბერს უნგრეთის „ფერენცვაროშთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შედგება. სამწვრთნელო სიახლის შესახებ საზოგადოებას კლუბის პრეზიდენტმა გიორგი ხვედელიანმა აცნობა.

რას ამბობს ხვედელიანი

ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდით და ვფიქრობ, რომ საუკეთესო ავარჩიეთ. კეჩაგიასს რუმინეთის ეროვნული და საბერძნეთის ახალგაზრდული ნაკრების გარდა, გერმანიის „შპანდაუში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.

სტანოიევიჩი უმაღლესი დონის სპეციალისტია, რომელმაც „დინამო თბილისის“ განვითარებას ხელი შეუწყო, თუმცა ჩვენც ვფიქრობდით და თავადაც მიხვდა, რომ საკუთარი რესურსი ამოწურა და ცვლილება იყო საჭირო.

ცნობისათვის, „დინამო თბილისის“ მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე „ფერენცვაროშის“ გარდა, ხორვატიის „იადრანი“ და სერბეთის „რადნიჩკი“ იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეექვსედ - დინამო წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია
ზედიზედ მეექვსედ - დინამო წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია