„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ირანიდან შეუფერხებლად ჩამოვიდეს“ - იაშვილი გველესიანზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებთან ირანში შექმნილ ვითარებაზე, კერძოდ კი ქვეყნის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს საელჩო ყველაფერს აკეთებენ, რათა გველესიანი სანაკრებო შეკრებაზე შეუფერხებლად ჩამოვიდეს.
რა თქვა იაშვილმა:
ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვესაუბრეთ გიორგი გველესიანს. ხვალ, საკლუბო მატჩის შემდეგ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი.
საელჩოც საქმის კურსშია და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი გველესიანი შეუფერხებლად ჩამოვიდეს შეკრებაზე.
ცნობისთვის, ირანმა საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გველესიანის „პერსეპოლისი“ 5 ოქტომბერს „ჩადორმალუს“ უმასპინძლებს, რის შემდეგაც გიორგი საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს და ალბანეთისა და უკრაინის წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადოს.