ვიტალი მიკოლენკო
Aa
Aa

დანაკლისი უკრაინის ნაკრებში | საქართველოსთან მიკოლენკოც ვერ ითამაშებს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას ერთა ლიგის ეგიდით გამართავს. 11 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:45-ზე, „ჯვაროსნები“ უკრაინას დაუპირისპირდებიან და „ლურჯ-ყვითლებს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ.

უკრაინული პრესის ინფორმაციით, საქართველოსთან მატჩს „ევერტონის“ მცველი, ვიტალი მიკოლენკო გამოტოვებს. „კანფეტების“ უკანახაზელს წვივის უკანა კუნთი აწუხებს. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება სერიოზული არ იყო, მაგრამ როგორც გაირკვა, მიკოლენკოს 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ცნობისთვის, „ევერტონის“ ნახევარმცველის გარდა, „ლურჯ-წითლებს“ ფონს გასვლა ვიქტორ ციგანკოვისა და ტარას სტეპანენკოს გარეშე მოუწევთ. სერგეი რებროვის განაცხადში მიკოლენკოს ნაცვლად ალექსანდრ მარტინიუკი მოხვდება, რომელიც 22 წლის ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. უკრაინას ქულა ჯერ არ აუღია და ალბანეთთა და ჩეხეთთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„Diddy-მ მომწერა და ჩემს ბრძოლას დაესწრო! ღმერთმა დამიცვა“ - ისრაელ ადესანია
„Diddy-მ მომწერა და ჩემს ბრძოლას დაესწრო! ღმერთმა დამიცვა“ - ისრაელ ადესანია