ანტონიო რუდიგერი, ერლინგ ჰოლანდი, ვირჯილ ვან დეიკი, უილიამ სალიბა
Aa
Aa

რუდიგერი: ჩემ გარდა ჰოლანდის აყვანა 2 მცველს შეუძლია

ანტონიო რუდიგერმა ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა.

„ვფიქრობ, ძველი სკოლის წარმომადგენელი მცველი ვარ, რომელსაც მოსწონს მისნაირ თავდამსხმელებთან პერსონალურად თამაში.

ეს ბიჭი არის მხეცი. არ ვიცი რას ჭამს და რას აკეთებს, მაგრამ... WOW! მისი ძალა... როცა მის გოლებს ვხედავ, მაშინვე ხვდები, რომ თუ პასი შორეულ ძელთან მიდის, მას ვერ დაამარცხებ. ის ნამდვილი მხეცია. სიგიჟეა.

მან ჩვენთან მატჩში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. რთულია ასეთი ფეხბურთელისთვის მომზადება. ფიზიკური დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადო და დიდი სივრცე არ დატოვო, რადგან ის იქაც საშიშია. თუ მას ეჯიბრებით, შეიძლება რთული იყოს.

ცოტას შეუძლია შეედაროს მას ფიზიკურად. მასთან კონკურენცია მხოლოდ ვირჯილ ვან დაიკსა და სალიბას შეუძლიათ. კარგით, მეც... მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე“.

რუდიგერმა ლამინ იამალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ნიჭიერებით მოხიბლულია.

„თქვენ უნდა დააფასოთ ის, რასაც აკეთებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! მას შთამბეჭდავი მომავალი ელის. ვიმედოვნებ, რომ ის ჯანმრთელი იქნება და ტრავმებს არ მიიღებს. არავის ვუსურვებ ტრავმის მიღებას.

რაც მან ევროზე გააკეთა და ბარსაშიც აგრძელებს, თან 17 წლის ასაკში... ეს საშინელებაა, მართლა საშინელებაა. მას ნათელი მომავალი ელის“,

- განაცხადა რუდიგერმა YouTube არხზე The Inside Scoop-ზე სტუმრობისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოსტნეულის მოსაყვანად უფრო გამოდგებოდა“ - გველესიანმა ირანში მოედნის საფარი გააკრიტიკა
„ბოსტნეულის მოსაყვანად უფრო გამოდგებოდა“ - გველესიანმა ირანში მოედნის საფარი გააკრიტიკა