გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

„ბოსტნეულის მოსაყვანად უფრო გამოდგებოდა“ - გველესიანმა ირანში მოედნის საფარი გააკრიტიკა

ირანული „პერსეპოლისისა“ და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ირანულ მედიასთან ინტერვიუში „პერსეპოლისის“ მიერ სეზონის სტარტზე ნაჩვენებ შედეგებზე და ირანის ჩემპიონატსა და აზიის ჩემპიონთა ლიგას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა. 

რა თქვა გველესიანმა:

„სეზონი ახალი დაწყებულია, ამიტომ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა. წინ კიდევ ბევრი თამაშია - ყველა ელოდება, რომ აბსოლუტურად ყველა თამაშს მოვიგებთ, მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი შედეგები ძალიან სამწუხაროა. არ ვიმსახურებდით „ალ-აჰლისთან“ წაგებას, კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება „ფახთაქორთან“ მატჩს, უფრო მეტი ენთუზიაზმით უნდა გვეთამაშა. თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენო მოედნის ხარისხიც. „შაჰრ-ე-ქოდსის“ სტადიონის მოედნის საფარი ბოსტნეულის მოსაყვანად უფრო გამოდგებოდა, ვიდრე ფეხბურთის სათამაშოდ. ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ბევრი მატჩი იქნება და უნდა გამოვიყენოთ საკუთარი შანსები.

„ესტეგლალთან“ დერბის რაც შეეხება, ტემპი ძალიან დაბალი იყო - ეს წლიდან წლამდე მეორდება, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ნახეთ, დრო როგორ გაჰყავდათ? ასეთ დონეზე ტოპ-ფეხბურთელებმა ასეთი რამ არ უნდა იკადრონ. ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ჩემპიონთა ლიგაზე ეს განსხვავება ძალიან შესამჩნევია: გუნდებს დრო არ გაჰყავთ, 90 წუთის განმავლობაში დარბიან, მსაჯები კი თამაშს ყოველ ორ წუთში ერთხელ არ აჩერებენ“.

ირანის პროფესიული ლიგის სატურნირო ცხრილში 5 მატჩის შემდეგ „პერსეპოლისი“ 11 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. რაც შეეხება აზიის ჩემპიონთა ლიგას, გველესიანის გუნდმა ჯერ 0:1 „ალ აჰლისთან“ წააგო, შემდეგ კი „ფახთაქორს“ 1:1 დაუზავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერვარსკვლავებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს“ | გველესიანი ალ აჰლისთან მარცხზე
„სუპერვარსკვლავებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს“ | გველესიანი ალ აჰლისთან მარცხზე