„წინა სეზონებთან შედარებით, უფრო კარგად თამაშობს“ - სანიოლი კვარაზე
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ვილი სანიოლი:
„ხვიჩას და კონტეს ძალიან საინტერესო კოლაბორაცია აქვთ. მგონია, რომ ახლა უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე წინა სეზონებში. მე მხოლოდ მის ფიზიკურ მომზადებასთან მქონდა კითხვები და ჯერჯერობით, რაც ახალი სეზონი დაიწყო, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ნაკრებში და იტალიაში აჩვენებს“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარამ სექტემბერში, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩეხეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა 4:1 მოიგო, გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.