ისრაელ ადესანია, ფაფ დიდი
Aa
Aa

„Diddy-მ მომწერა და ჩემს ბრძოლას დაესწრო! ღმერთმა დამიცვა“ - ისრაელ ადესანია

UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, ისრაელ ადესანია, ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას P.Diddy-ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და ალექს პერეირასთან ბრძოლის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, პერეირას წინააღმდეგ გამართულ ბრძოლას შონ კომბსი (Puff Daddy) დაესწრო და ბრძოლის შემდეგ ადესანიას დაუკავშირდა კიდეც.

„ღმერთი მიცავს და ამის მადლიერი ვარ. P.Diddy-ს „თეთრ წვეულებაზე“ ვინმეს რომ  დავეპატიჟებინე აუცილებლად წავიდოდი, რადგან არ მეცოდინებოდა იქ რეალურად რა ხდებოდა. მივიდოდი და კარგ დროს გავატარებდი, შემდეგ კი ალბათ ის მოხდებოდა, რაც ბევრს გაუკეთეს. როგორც გავიგე სტუმრებს სასმელში კეტამინს უყრიდნენ, რაც ცხენის ტრანკვილიზატორია, და ისინი ნელ-ნელა გონებას კარგავდნენ. ერთ საიდუმლოს ვიტყვი. მას შემდეგ რაც მაიამიში პერეირა დავამარცხე, მეორე ღამით გასართობად წავედით და იქ გავიგე რომ ჩემს ბრძოლას P.Diddy დაესწრო. ეს რომ გავიგე გავოცდი და ვთქვი რა სიგიჟეა თქო, შემდეგ ჩემს ტელეფონში შეტყობინებებს გადავხედე და მას მოწერილი ჰქონდა, სადაც მეუბნებოდა რომ დაახლოებით 2 თვეში ჩემთან ინტერვიუ ან რაიმე მსგავსი სურდა. დავთანხმდი და ჩემი მენეჯერის ნომერი დავუტოვე. საბედნიეროდ შემდეგ არ დაურეკავს და აღარც მოუწერია.

სწორედ ამიტომ ვამბობ რომ ღმერთი მიცავს. თორემ ვინ იცის, ის ალბათ წვეულებაზე დამპატიჟებდა სადაც წავიდოდი, იქ კი ვინმე გოგო მომეწონებოდა ან „მომაწონებდნენ“, შემდეგ - ბუმ! და გეუბნებიან რომ ის 15 წლის იყო და ეს ყველაფერი კამერით გადაღებული აქვთ. მსგავს შემთხვევებზე მსმენია. ვიცი რომ P.Diddy ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობდა და თანამშრომლობდა. ქანიე უესტი კი წარმოიდგინეთ, ხალხისთვის რაღაცის თქმას ცდილობდა, თუმცა არავინ უჯერებდა და გიჟს ეძახდნენ. საბოლოოდ მგონია, რომ P.Diddy მაინც ალაპარაკდება“.

შეგახსენებთ, რომ P.Diddy 16 სექტემბერს დააკავეს და მას ბრალად სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება. ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმომადგენელს, პროდიუსერსა და რეპერს სექსუალური ძალადობისთვის როგორც ქალები, ისე მამაკაცები უჩივიან, მათ შორის არიან არასრულწლოვანებიც. სარჩელები მინიმუმ 20-წლიან პერიოდს მოიცავს, განსაკუთრებით ბევრი სავარაუდო ძალადობის შემთხვევა 2000 - 2010 წლებში მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ახლა სხვა დონეზეა“ - რომან დოლიძე UFC-ის ორ ქართველ ჩემპიონზე
„საქართველო ახლა სხვა დონეზეა“ - რომან დოლიძე UFC-ის ორ ქართველ ჩემპიონზე