ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიო ჩემპიონია | ძიუდო
ლუკა ჯავახიშვილმა (81 კგ) ჩინელი ჯიანან ვანგი იპონით დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მანამდე 18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტაჯიკი მეტოქე ავასატე-იპონით დაამარცხა.
ჩემპიონატს ტაჯიკეთის დედაქალაქი დუშანბე მასპინძლობს. ჩემპიონატზე დღეს ალექსანდრე ლოლაძე (81კგ) და თამაზ კობერიძეც (90კგ) ასპარეზობდნენ, ორივე მათგანი ტურნირზე მედლის გარეშე დარჩა.