ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„საბა შთამბეჭდავია და ის უფრო მაღალ დონეზე ავა“ - გოგლიჩიძის გუნდელი

20 წლის ქართველმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ იტალიური მედია და ექსპერტები, რომ აალაპარაკა ეს ახალი ამბავი აღარ არის. ამჯერად, საბას შესანიშნავ სტარტზე მისი გუნდელი ალბანელი არდიან ისმაილი საუბრობს.

„ჩვენს გუნდში ადაპტაციის გავლა მარტივი არ არის, თუმცა ახალწვეულებმა, რომლებიც ახალგაზრდები არიან სიმწიფე და შრომის დიდი სურვილი გამოამჟღავნეს. გოგლიჩიძის აფეთქება მართლაც შთამბეჭდავია. ის მთელს თავის ტალანტს გვიჩვენებს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში გაცილებით მაღალ დონეზე ავა. ჩვენს გუნდში გამოცდილებისა და ახალგაზრდობის კარგი სინთეზია, რაც  ძალიან გვეხმარება“.

- ამბობს ისმაილი.

საბა გოგლიჩიძე ვილი სანიოლმა ნაკრებში უკვე მეორედ იხმო. „ემპოლის“ მცველი უკრაინასთან და ალბანეთთან გასამართ მატჩებში ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოემზადება.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონის სენსაციას „ემპოლის“, ტოსკანელები სერია A-ში 6 ტურის შემდეგ წაუგებლად 10 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ. მათზე უკეთ დაცვაში მხოლოდ „იუვენტუსი“ თამაშობს, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუშვია, „ემპოლიმ“ კი მხოლოდ 2 გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიკოს კვარა ურჩევნიათ“ - ხვიჩა ბარსელონას რადარზე დაბრუნდა
„ნიკოს კვარა ურჩევნიათ“ - ხვიჩა ბარსელონას რადარზე დაბრუნდა