გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“ - სანიოლი მიქაუტაძის რთულ პერიოდზე

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძის უგოლო პერიოდზე ისაუბრა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები ქართველ შემტევს ყველანაირად გვერდში დაუდგება.

რას ამბობს სანიოლი:

„მას ნამდვილად რთული პერიოდი აქვს. უნდა იბრძოლოს, რათა მიიღოს წუთები. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თავად უნდა გამოასწოროს მდგომარეობა. მას ყველანაირად დავეხმარებით და არ დავივიწყებთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენი ნაკრებისთვის გააკეთა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ გადასვლის შემდეგ, ფრანგული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 8 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, საგოლე მოქმედება ჯერჯერობით არ ჰქონია. კლუბში წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, მიქაუტაძემ ეროვნულ ნაკრებში შეძლო გოლის გატანა. 23 წლის შემტევმა თავი სექტემბერში, ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში გამოიჩინა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 4:1 მოიგო.

ვილი სანიოლის გუნდი ოქტომბერში ერთა ლიგაზე ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები