ალბანეთის ნაკრები
Aa
Aa

ერთა ლიგა | საქართველოსთან ალბანეთის შემადგენლობა დასახელდა

14 ოქტომბერს, ეროვნული ნაკრები ალბანეთს უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. თამაშს ტრავმის გამო 2 მოთამაშე გამოაკლდება: რეი მანაი და არმანდო ბროია.

შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: ტომაშ სტრაკოშა (აეკ), ალენ შერი (კალიარი), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა).

მცველები: ელსეიდ ჰისაი (ლაციო), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო), მარიო მიტაი (ლოკომოტივი), ანდი ჰადროი (პარტიზანი), არდიან ისმაილი (ემპოლი), ბერათ ჯიმსიტი (ატალანტა), არლინდ აჯეტი (ბოდრუმი), ენეა მიჰაი (ფამალიკაო), მარაშ კუმბულა (ესპანიოლი).

ნახევარმცველები: ილბერ რამადანი (ლეჩე), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი), კრისტიან ასლანი (ინტერი), ნედიმ ბაირამი (სასუოლო), ქაზიმ ლაჩი (სპარტა), ერნესტ მუჩი (ბეშიქთაში), ადრიონ პაჯაზიტი (გორიცა).

თავდამსხმელები: ტოლენ სეფერი (ვორსკლა), არბერ ჰოჯა (დინამო ზაგრები), მირლინდ დაკუ (რუბინი), მირტო უზუნი (გრანადა), იასი ასანი (გვანჯუ).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს (22:45) უკრაინას პოლონეთში დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს (20:00) კი თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს. ვილი სანიოლმა ორივე მატჩისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა.

ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოსთან ვერ ითამაშებს - უკრაინას კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოსთან ვერ ითამაშებს - უკრაინას კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა