სერხიო რამოსი, გლეისონ ბრემერი
Aa
Aa

რამოსი იუვენტუსში? - ბებერი ქალბატონი ბრემერის შემცვლელს ეძებს

„იუვენტუსის“ ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, გლეისონ ბრემერმა „ლაიფციგთან“ მატჩის დროს მძიმე ტრავმა მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა, ის მინიმუმ 7-8 თვეს ვერ ითამაშებს. ეს „ბებერი ქალბატონისთვის“ სერიოზული დარტყმა გახდა, რადგან 27 წლის ბრემერი ტიაგო მოტას ტაქტიკური გეგმის შეუცვლელი ნაწილი იყო.

როგორც Tuttosport-ი იუწყება, „იუვენტუსი“ მის შემცვლელად სერხიო რამოსს განიხილავს.

38 წლის ესპანელი ამჟამად თავისუფალი აგენტია. გასულ სეზონში ის „სევილიაში“ თამაშობდა და ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ რამოსს შეთავაზებები ჰქონდა საუდის არაბეთიდან, აშშ-დან და ბრაზილიიდან, მას კონტრაქტი ამ დრომდე არც ერთ კლუბთან არ გაუფორმებია.

თუ რამოსი „იუვენტუსის“ წინადადებას დათანხმდება, იტალიის სერია A-ში ეს მისი დებიუტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ...“ | არიედო ბრაიდა
„კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ...“ | არიედო ბრაიდა