ხვიჩა კვარაცხელია, ნიკო უილიამსი, დეკუ
Aa
Aa

„ნიკოს კვარა ურჩევნიათ“ - ხვიჩა ბარსელონას რადარზე დაბრუნდა

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება. ქართველი შემტევი „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს ამ დრომდე ვერ (შეიძლება „არ“) აფორმებს. მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. პრობლემა ანაზღაურებასა და გამოსასყიდ თანხაშია. მამუკა ჯუღელის მოთხოვნებს ნეაპოლელები არ აკმაყოფილებენ.

იტალიური პრესა თვეების განმავლობაში დარწმუნებით წერდა, რომ კონტრაქტზე მხარეებს შორის შეხვედრა სექტემბრის ბოლომდე შედგებოდა, რაც არ გამართლდა. ახლა იწერება, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ყველაფერი გაირკვევა, თუმცა დიდი შანსია ეს ინფორმაციაც ჭორი გამოდგეს.

ამჯერად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ესპანური El Nacional-ი, რომელიც წერს, რომ კვარაცხელია „ბარსელონას“ რადარზე დაბრუნდა. საკმაოდ ცნობილი ესპანური გამოცემა ხვიჩას თემას ვრცლად ეხება:

„ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონას დღის წესრიგში დაბრუნდა, როგორც ახალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი. დეკუმ გადაწყვიტა, რომ ქართველ ფეხბურთელს კვლავ დაუბრუნდეს. კონტეს ხელმძღვანელობით ამ სეზონის სტარტზე ფეხბურთელის შესანიშნავი თამაში, მთავარი ფაქტორი გახდა იმისა, რომ ბლაუგრანა მის მიმართ კვლავ იჩენს ინტერესს.

წყაროები უკვე სერიოზულად თვლიან, რომ კვარაცხელია ნიკო უილიამსს გაუსწრებს და ბარსელონასთვის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ნომერ პირველი არჩევანი გახდება.

23 წლის კვარაცხელიამ თავისი საუკეთესო ფორმა აღიდგინა და ნაპოლის ერთ-ერთ ლიდერად კვლავ იქცა, რომელიც ამჟამად სერია A-ს ლიდერობს. გასული სეზონის ბოლოს მის მიმართ გარკვეული ეჭვები იყო, თუმცა ქართველმა თავისი შესაძლებლობები კვლავ დაამტკიცა. მას კონტეს პროექტში სტაბილურობა და ნდობა აქვს. მისი კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდეა, რაც ხვიჩას შეძენას ართულებს, მაგრამ მომავალ ზაფხულს ბარსას მის გასაფორმებლად ხელს მაინც არ შეუშლის.

ბარსელონა კვარას შეძენას ადრეც ცდილობდა, მაგრამ გარემოებები მის გაფორმებას ართულებდა. ხვიჩას გადაბირება მარტივი არ იქნება, რადგან ფეხბურთელიც პსჟ-ც არის დაინტერესებული, რომელმაც ნაპოლისგან ერთი უარი გასულ ზაფხულს უკვე მიიღო.

ნაპოლი მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივება სურს, თუმცა ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი შეთანხმებას ვერ ახერხებს, რადგან მთავარი პრობლემა ანაზღაურებაშია. პარტენოპეი ახლა შესაძლოა მზადაა 6 მილიონ ევროს პლუს ბონუსები გადაიხადოს, რამაც მოსალოდნელია სიტუაცია დაასტაბილუროს და ქართველი ფეხბურთელის მხრიდან თანხმობა განაპირობოს. ზაფხულში ამ მხრივ შეთანხმება ვერ შედგა. ფეხბურთელის გარემოცვას ურჩევნია, რომ ამ საკითხის გარკვევა ზამთრისთვის გადაიდოს და წლის ბოლომდე მოგვარდეს.

ბარსელონასთვის კვარაცხელიას გადაბირება შესაძლოა გასაღები იყოს, რომ შეტევა გაძლიერდეს და უფრო მრავალფეროვანი, მეტი სიღრმის მქონე გახდეს. ის ფაქტი, რომ დეკუმ ქართველ ფეხბურთელს მიანიჭა უპირატესობა და არა ნიკო უილიამსს, იმის მანიშნებელია, რომ კლუბი კონკურენტუნარიან მაღალი დონის შემტევს ეძებს, რათა შეტევა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ბარსელონას ინტერესი მაგიდაზეა და ეს შესაძლოა შემდეგი სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგება იყოს“.

- წერს ესპანური გამოცემა.

რაც შეეხება ხვიჩას კონტრაქტს „ნაპოლისთან“. თუ კვარაცხელია 2025 წლის ზაფხულამდე ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, კლუბი მის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდება, რადგან თუ ამას არ გააკეთებენ, შემდგომ 2026 წლისთვის იძულებული გახდებიან მას გაცილებით იაფად შეელიონ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რთული არჩევანია, მაგრამ...“ | ჰამშიკმა კვარას ინსინიე ამჯობინა
„რთული არჩევანია, მაგრამ...“ | ჰამშიკმა კვარას ინსინიე ამჯობინა