ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: სეზონის ბოლოს განგვსაჯეთ და არა ახლა

ევროპა ლიგის მეორე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „პორტუს“ შეხვდა. მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა.

გუნდი წაგებისგან 91 წუთზე ჰარი მაგუაირმა იხსნა. თამაშის ბოლოს „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უმჯობესია შედეგებზე დასკვნები სეზონის ბოლოს გაკეთდეს.

„ჩვენ მივაღწევთ წარმატებას. სეზონის ბოლოს განგვსაჯეთ და არა ახლა. ჩვენ პროცესში ვართ. ბოლო 2 სეზონზე გავედით ფინალში და ახლაც გავაგრძელებთ ბრძოლას. შეგიძლიათ მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბის კომუნიკაციას დააკვირდეთ - ჩვენ ერთიანები ვართ. სწორი მენტალიტეტი გვაქვს, მაგრამ დაცვით ასპექტში უფრო აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ!“, - აღნიშნა ტენ ჰაგმა.

„მანჩესტერ იუნაუტედს“ ყველა ტურნირზე გამართულ არც ერთ 4 მატჩში არ გაუმარჯვია - გუნდს 3 ფრე და 1 წაგება აქვს.

შემდეგ შეხვედრას „მანკუნიანელები“ კვირას, „ასტონ ვილასთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალეგრი ტენ ჰაგის ნაცვლად? - იტალიელის კანდიდატურას ფერგიუსონი ლობირებს
ალეგრი ტენ ჰაგის ნაცვლად? - იტალიელის კანდიდატურას ფერგიუსონი ლობირებს