„მოსაწყენი ჩხუბი იყო, ჩემპიონობაზე ვოცნებობ“ | ალდომ მერაბთან ბრძოლა გაიხსენა
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჟოზე ალდომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ბრაზილიელმა მებრძოლმა „მანქანასთან“ გამართული დაპირისპირება გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი მიზანი საჩემპიონო ქამრის კიდევ ერთხელ დასაკუთრებაა.
„იმ საღამოს, კარგად არ მიჩხუბია. არც ჩემი ბრალია და არც მერაბის, მაგრამ მსაჯს ოქტაგონის ღობესთან ბრძოლა ამდენ ხანს არ უნდა გაეგრძელებინა და ძალიან მოსაწყენი ჩხუბი იყო. რეალურად, ჩხუბი საერთოდ არ ყოფილა და ძალიან დამწუხრებული ვარ. ყველა ელოდა, რომ ალდოს საუკეთესო ვერსიას ნახავდა, მაგრამ მერაბთან ვერაფერი ვაჩვენე.
ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევის დრო დადგა. ეს ჩემთვის ახალი ტესტია. საერთოდ სხვა დონეზე ვარ, ვიდრე დვალიშვილი და ახალ გამოცდას ვუმკლავდები, რომლის შემდეგაც საჩემპიონო ქამარს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდები. ჩემპიონობაზე ვოცნებობ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ტიტული დავიბრუნო“.
ცნობისთვის, მერაბმა ალდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. დვალიშვილთან წაგების შემდეგ, „რიოს მეფემ“ MMA-ის მებრძოლის კარიერა დაასრულა, მაგრამ 2024 წლის მაისში დაბრუნდა და ჯონათან მარტინესს სძლია.