გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

მიქაუტაძე თადარიგში დარჩა - ლიონმა რეინჯერსი გაანადგურა

ევროპა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.

მატჩი სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთის კარისკენ 30-ჯერ, ხოლო ზუსტად ჯამში 13-ჯერ დაარტყეს.

მასპინძლების მხრიდან საწყის წუთებზე დიდი უპირატესობის მიუხედავად ანგარიში მე-10 წუთზე „ლიონმა“ გახსნა. შერკის ბრწყინვალე თამაშის შედეგად ფოფანამ ზუსტად დაარტყა.

„რეინჯერსმა“ მე-14 წუთზე ლოურენსის გოლით გაათანაბრა, თუმცა მე-19 წუთზე ლაკაზეტის გოლით „ლიონი“ კვლავ წინ გავიდა. ტაიმის მიწურულს კი 46-ე წუთზე ლაკაზეტმა დუბლი გაიფორმა, მაგრამ ამჯერად მისი გოლი ნამდვილი შედევრი იყო - შორეული გასროლა პირდაპირ ცხრიანში.

55-ე წუთზე შერკის პასის შემდეგ ფოფანამ შეხვედრას წერტილი დაუსვა და ტაბლოზე 4:1 დააფიქსირა.

გიორგი მიქაუტაძე მთელი შეხვედრა თადარიგში იმყოფებოდა და მოედანზე არ გამოჩენილა. უნდა აღინიშნოს, რომ „ლიონმა“ 4-3-3-ით ითამაშა და გუნდის სამივე შემტევი - შერკი, ფოფანა, ლაკაზეტი ძალიან შეთამაშებულად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ეს ფაქტი ქართველი ფორვარდის სამომავლო შანსებზე კარგად ნამდვილად არ მეტყველებს.

„ლიონი“ ევროპა ლიგაზე თავის მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ...“ | არიედო ბრაიდა
„კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ...“ | არიედო ბრაიდა