ლაშა ოდიშარია, ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

ისტორიული გოლი და ქულა - ლაშა ოდიშარიამ ევროპა ლიგაზე გაიტანა

ევროპა ლიგის მე--2 ტურში ლატვიურმა RFS-მ „გალათასარაის“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ლატვიური კლუბისთვის ეს ისტორიული ქულაა, რადგან მათთვის სადებიუტო ევროსეზონში პირველი გოლების შემდეგ, პირველი ქულაც აიღეს, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა ლეგიონერმაც შეიტანა.

RFS-ს ღირსებას ნახევარმცველები ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე იცავენ. როდესაც შეხვედრაში ანგარიში 1:2 იყო, 55-ე წუთზე ისტორიული გოლის ავტორი სწორედ ოდიშარია გახდა, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. რაც შეეხება სილაგაძეს, ის ამჯერად თადარიგში დარჩა.

ევროპა ლიგის სართო ცხრილში RFS 36 გუნდს შორის 25-ე ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

ქართველების გუნდი მე-3 ტურის შეხვედრას 24 ოქტომბერს ფრანკფურტში „აინტრახტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული არჩევანია, მაგრამ...“ | ჰამშიკმა კვარას ინსინიე ამჯობინა
„რთული არჩევანია, მაგრამ...“ | ჰამშიკმა კვარას ინსინიე ამჯობინა