დამატებითი სატრანსფერო ფანჯარა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის
ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით, დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის გახსნა დაადასტურა.
დღევანდელ სხდომაზე ფიფას საბჭომ დაამტკიცა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის რეგლამენტი, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკური საკითხების მოგვარებას, რათა მაქსიმალურად აღმოფხვრას შეუსაბამობები, რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრაციის პერიოდებთან და შიდა ჩემპიონატების განრიგთან.
როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ევროპის უმრავლეს ქვეყნებში 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე იხსნება. 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე კლუბებისთვის სატრანსფერო ფანჯარა 1 ივნისიდან 10 ივნისამდე გაიხსნება. სატრანსფერო ფანჯრის გახსნის გადაწყვეტილებას ფიფას წევრი ასოციაციები მიიღებენ.
გუნდების განაცხადების წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ, საკლუბო მუნდიალის მონაწილე გუნდები მოთამაშეების შეცვლას 27 ივნისიდან 3 ივლისამდე დადგენილი ლიმიტის ფარგლებში შეძლებენ, რადგან ზოგიერთ მოთამაშეს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. თუმცა, ჩანაცვლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლუბისთვის იმ მომენტში „სტანდარტული" სატრანსფერო ფანჯარა ღიაა.