ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე, მარეკ ჰამშიკი
Aa
Aa

„რთული არჩევანია, მაგრამ...“ | ჰამშიკმა კვარას ინსინიე ამჯობინა

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარეკ ჰამშიკმა La Gazzetta dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. 37 წლის სლოვაკს მის ექს-თანაგუნდელებსა და „ნაპოლის“ ამჟამინდელ მოთამაშეებს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს და ჰამშიკმა საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

ჰამშიკის რჩეულთა შორის ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა. სლოვაკს „კვარა“ ან ლორენცო ინსინიე უნდა დაეყენებინა და უპირატესობა იტალიელ გარემარბს მიანიჭა. ჰამშიკმა ახსნა კიდევაც ასეთი არჩევანი რატომ გააკეთა.

„კვარაცხელია თუ ინსინიე? ძალიან ძნელი არჩევანია, მაგრამ ლორენცოს ავიყვან, რადგან კვარას მხარდამხარ არ მითამაშია. ხვიჩა აბსოლუტური ჩემპიონია, მაგრამ ინსინიეს შეუძლია, გუნდს დაცვაშიც დაეხმაროს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 6 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ქართველ ფეხბურთელს სტატისტიკის გაუმჯობესების შანსი 4 ოქტომბერს მიეცემა, როცა მისი გუნდი „კომოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩაისვრის როცა დამინახავს“ | თოფურიამ მაკგრეგორს უპასუხა
„ჩაისვრის როცა დამინახავს“ | თოფურიამ მაკგრეგორს უპასუხა