ანდრეი იარმოლენკო
Aa
Aa

ვითარება შეიცვალა | იარმოლენკო საქართველოსთან მატჩის განაცხადში იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 11 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება და პოლონეთის ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს.

„ლურჯ-ყვითლების“ მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა „ჯვაროსნებთან“ დაპირისპირებისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა, მაგრამ ცვლილებების გატარებას აპირებს. უკრაინული პრესის ინფორმაციით, მოქმედ კაპიტანს, ანდრეი იარმოლენკოს საქართველოსთან თამაში შეეძლება.

თავდაპირველად, რებროვმა იარმოლენკო სარეზერვო სიაში ჩასვა, მაგრამ ვითარება შეიცვალა და უახლოეს პერიოდში, იარმოლენკოს სამატჩო განაცხადში გადაიყვანენ. „დინამო კიევის“ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, რის გამოც „ჰოფენჰაიმთან“ ვერ ითამაშებს, მაგრამ მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება და ნაკრებსაც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან შეხვედრას, დიდი ალბათობით, ვიქტორ ციგანკოვი და ტარას სტეპანენკო გამოტოვებენ. ციგანკოვმა დაზიანება „ფეიენოორდთან“ შეხვედრაში მიიღო, სტეპანენკომ - „ატალანტასთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თრილერი წყალტუბოში და „ტორპედოს“ მორიგი გამარჯვება - Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა
თრილერი წყალტუბოში და „ტორპედოს“ მორიგი გამარჯვება - Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა