ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ჩაისვრის როცა დამინახავს“ | თოფურიამ მაკგრეგორს უპასუხა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორს მიმართა. „ელ მატადორმა“ ირლანდიელზე „ინსტაგრამის“ ლაივში ილაპარაკა და განაცხადა, რომ მაკგრეგორს მისთვის თვალებში ჩახედვისაც შეეშინდება.

„კონორი ჯანდაბაშიც წასულა. ჩემს დონეზე არ იმყოფება. სიამოვნებით ჩავაჭედებდი ამ მუშტებს ტვინში. როცა ჩვენი გზები გადაიკვეთება, თვალებშიც ვერ შემომხედავ, რადგან ჩაისვრი. წყეული მაკჩიკენი. მაკგრეგორი ესპანეთში რომ ჩამოვიდეს, დაკრძალვა იქნება“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მაკგრეგორმა ილიაზე ისაუბრა და ქართველ ჩემპიონს შეურაცხყოფაც მიაყენა. კონორი „ელ მატადორს“ დაჰპირდა, რომ როგორც კი ნახავს, ყბას მოსტეხავს. ილიამ ირლანდიელს სწორედ ამ სიტყვებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ წინააღმდეგ. მათი დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ. თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს მოთხოვნებზე გადაეწყო და ისევ ათამაშდა“ - სიომინი კვარას აქებს
„კონტეს მოთხოვნებზე გადაეწყო და ისევ ათამაშდა“ - სიომინი კვარას აქებს