ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ცხვირს თავის ადგილას ჩავუსვამ“ - თოფურია ჰოლოუეიზე

ოქტომბრის ბოლოს, ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება.

რაც უფრო ახლოვდება გადამწყვეტი შეხვედრა, მეტოქეები მედიასთან ინტერვიუებში ერთმანეთის მისამართით კომენტარებს არ იშურებენ.

ამჯერად „ელ მატადორმა“ მომავალ ბრძოლაზე Instagtam-ის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა:

„მაქსმა არც კი იცის, რა ელოდება... საწყალი ბიჭი. მან არ იცის, რა სიმაღლეზე ვარ - არ უნახავს, როგორ ვვარჯიშობ, თორემ მიხვდებოდა, რომ შანსი არა აქვს. დარტყმებსაც ვერ გამიცვლის და მიიღებს იმას, რაც მას ნამდვილად სჭირდება - ცხვირს თავის ადგილას ჩავუსვამ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ. თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება.

„მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა. „ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველი, ვინც დაანოკაუტებს“ | თოფურია ჰოლოუეისთან გამარჯვებაში დარწმუნებულია
„პირველი, ვინც დაანოკაუტებს“ | თოფურია ჰოლოუეისთან გამარჯვებაში დარწმუნებულია