ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ქუჩაში რომ ვეჩხუბო, სამედიცინო ხარჯების გაღება მომიწევს“ - თოფურია მახაჩევს ოქტაგონზე ელის

26 ოქტომბერს ილია თოფურია UFC-ის საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას ჩაატარებს და მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. 27 წლის ქართველი მებრძოლი მომავალი ბრძოლისთვის ემზადება, თუმცა პერიოდულად ქომაგებთან კომუნიკაციისთვისაც იცლის და მათ შეკითხვებს ამომწურავად პასუხობს. ამჯერად „ელ მატადორმა“ დააკმაყოფილა იმ გულშემატკივრის ცნობისმოყვარეობა, რომელმაც მას ჰკითხა, არის თუ არა შესაძლებელი მისი და ისლამ მახაჩევის შეხვედრა.

რა თქვა თოფურიამ

არის თუ არა რეალური, რომ მომავალში მსუბუქ წონით კატეგორიაში ვიჩხუბო? მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და არ გამოვრიცხავ იგივე კიდევ გავიმეორო. რა თქმა უნდა, ვხედავ ჩემს დაპირისპირებას მომავალში ისლამ მახაჩევთან, რომელიც შესანიშნავი მებრძოლია და ამავდროულად, ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება ოქტაგონზე სრულიად შესაძლებელია.

მხოლოდ ოქტაგონზე დავთანხმდები ისლამთან შეხვედრას. არის მეორე გზაც, მაგრამ ქუჩაში ჩხუბი არ მსურს, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი მკურნალობის დაფინანსება და კოლოსალური სამედიცინო ხარჯების გაღება მომიწევს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა. რაც შეეხება მახაჩევს, მან მსუბუქ წონით დივიზიონში უკანასკნელად ივნისში იჩხუბა და ჯასტინ გეიჯზე ძლიერი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: მოგესალმები ჩემპიონთა ლიგაში მერაბ!
მახაჩევი: მოგესალმები ჩემპიონთა ლიგაში მერაბ!