რეალი, მადრიდის ატლეტიკო, ჟირონა
Aa
Aa

ლა ლიგის ევროპული კოშმარი

ესპანეთის ლა ლიგის კლუბების სიძლიერის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უკანასკნელი წლების მანძილზე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა გახლდათ, თუმცა წლევანდელ სეზონში ამ მხრივ პირენეელები აშკარად მოიკოჭლებენ. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად „მონაკოსთან“ (1:2) „ბარსელონას“ მარცხი თუ ბევრმა შემთხვევითობას მიაწერა, გუშინ მომხდარი ამბები ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უკვე დამაფიქრებელი ამბავი გახდა.

პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ერთ სათამაშო დღეს პრიმერადივიზიონის ერთბაშად სამი წარმომადგენელი დამარცხდა. „ჟირონამ“ საკუთარ სტადიონზე როტერდამის „ფეიენოორდს“ (2:3) ვერაფერი მოუხერხა, „ატლეტიკომ“ ლისაბონში „ბენფიკასგან“ (0:4) გამანადგურებელი მარცხი იწვნია, ხოლო ყველაზე დიდი სენსაცია სტუმრად „ლილთან“ (0:1) „რეალის“ წაგება გახლდათ, რომელსაც ზურგს 36-მატჩიანი წაუგებელი სერია უმაგრებდა და მისი ბოლო მარცხი 2023 წლის იანვრით თარიღდებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში ლა ლიგის კლუბებისთვის კატასტროფული სიტუაცია და ტოპ-15-შიც კი არც ერთი მათგანი გახლავთ. „ბარსელონა“ და “რეალი“ მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე ადგილებს ინაწილებენ, „ატლეტიკო“ 23-ე პოზიციაზეა, ხოლო „ჟირონა“ 30-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი - რატომ ვეღარ გააქვს ბელინგემს ბევრი გოლი
ანალიზი - რატომ ვეღარ გააქვს ბელინგემს ბევრი გოლი