ვალენსია მწვრთნელს შეიცვლის? - რას ამბობს ბარახა
„ლეგანესთან“ მატჩის წინ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის „ღამურების“ თავკაცის თანამდებობაზე საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
რა თქვა ბარახამ:
„ღამურების“ ფანებმა უნდა იცოდნენ, რომ კონცენტრირებული ვარ მუშაობაზე და მინდა, მაქსიმუმი გავაკეთო. ვიცით, რომ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია. მადლობელი ვარ მხარდაჭერის გამო, მაგრამ ასევე მესმის, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩემი დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როდესაც გუნდი ასეთ შედეგებს აჩვენებს, რუბენ ბარახა იქნება თუ ვინმე სხვა, ლოგიკურია, რომ კითხვები ჩნდება, მაგრამ მჯერა როგორც საკუთარი თავის, ისე ჩემი სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების.
გასვლაზე თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, იმიტომ რომ საშინელი შედეგები გვაქვს. ასეთ რთულ მომენტებში ყოველთვის ჩნდება კითხვები, მაგრამ მე ენერგიას ვახმარ ჩემს მუშაობას და იმას, რისი გაკონტროლებაც შემიძლია.
გარკვეული გამოცდილება უკვე მაქვს და ვიცი, რომ ასეთ მომენტებში გამოსავალი მხოლოდ ერთიანობა და მეტი მოტივაციით თამაშია. რომ არ მჯეროდეს იმის, რომ სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია, აქ არ ვიქნებოდი“.
„ლეგანესი“-„ვალენსიას“ მატჩი 4 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, 8 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ აქტივში მხოლოდ 5 ქულაა. „ღამურები“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილზე არიან.