ხვიჩა კვარაცხელია, სერია A
Aa
Aa

კვარა სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტებს შორისაა

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვდა.

მასთან ერთად, პრიზზე წარდგენილები არიან ასევე: ბრემერი (იუვენტუსი); სანტიაგო კასტრო (ბოლონია); პატრიკ კუტრონე (კომო); ფედერიკო დიმარკო (ინტერი) და კრისტიან პულისიკი (მილანი);

გულშემატკივრებს ხმის მიცემა EA Sports-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ ბმულის საშუალებით შეუძლიათ - მიეცი ხმა!

აღსანიშნავია, რომ CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში (იგულისხმება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი) ყველაზე მეტ მომენტს ქმნიან. „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და მე-7 ადგილზეა.

ამ დროისთვის, ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი, 13 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს მოთხოვნებზე გადაეწყო და ისევ ათამაშდა“ - სიომინი კვარას აქებს
„კონტეს მოთხოვნებზე გადაეწყო და ისევ ათამაშდა“ - სიომინი კვარას აქებს