„ის პრობლემაა, მე კი პრობლემების მომგვარებელი ვარ“ - ჰოლოუეი თოფურიაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ ამავე წონის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ჩხუბისთვის მზადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის „მატადორთან“ ჩხუბს, რათა მთელ მსოფლიოს საკუთარი შესაძებლობები კიდევ ერთხელ აჩვენოს.
ჰოლოუეი თოფურიაზე:
„თოფურიასთან საჩხუბრად კარგად უნდა მოვემზადო. ჩვენთვის ილია პრობლემაა, მაგრამ მე პრობლემების მომგვარებელი ვარ - გვიყურეთ 26 ოქტომბერს.
მომზადება კარგად მიდის, გეგმის მიხედვით. მოუთმენლად ველი 26 ოქტომბერს, რათა ვიბრძოლო და ვაჩვენო მთელ მსოფლიოს, თუ რაზე ვმუშაობდით“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 3-4 საათზე ვიხილავთ.
თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.
„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.