ანალიზი - რატომ ვეღარ გააქვს ბელინგემს ბევრი გოლი
ჯუდ ბელინგემი მიმდინარე სეზონში, მადრიდის რეალის ნახევარდაცვაში უფრო მოკრძალებულ როლს თამაშობს, მაგრამ ეს სულაც არ არის ცუდი..
გასულ სეზონში, ინგლისელი ფეხბურთელი კარიმ ბენზემას ფსევდო შემცვლელი იყო და საკუთარი თავის განახლებული ვერსია წარმოაჩინა..
წელს კი ასე აღარ არის. ახლა ის ხშირად ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გვევლინება. Box to box ტიპის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. გოლების რაოდენობამ შესაძლოა იკლო, მაგრამ ჯუდი მაინც ისეთი ეფექტურია, როგორც არასდროს..
მყისიერი გავლენა
მადრიდის რეალში ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ, გაჩნდა კითხვები შეძლებდა, თუ არა 20 წლის ნახევარმცველი სამეფო კლუბში გაბრწყინებას.. ბლანკოსის ნახევარდაცვაში საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო.
ყველა კითხვას მტკიცე პასუხი გაეცა. ბელინგემმა გულშემატკივრებს ბენზემა დაავიწყა. ის ვინისიუსის და როდრიგოს უკან თამაშობდა. გარკვეული პერიოდით, ჯუდი მადრიდული გიგანტის მთავარი ბომბარდირი გახდა. მან მოხსნა კრიშტიანუს და ბენზემას რეკორდები. პირადად მოიგო კატალონიაში გამართული ელ კლასიკო..
რეგრესი?
რა თქმა უნდა, მან სვლა შეანელა. სეზონის მეორე ნახევარში, ბელინგემს იმდენი გოლი ვეღარ გაჰქონდა.. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა.. პირველ რიგში, მიღებული ტრავმა და გამოტოვებული პერიოდი. ჯუდი რეაბილიტაციის შემდეგ ისეთი ეფექტური აღარ იყო, მაგრამ მისი თამაშებზე გავლენა მაინც თვალშისაცემი იყო..
არის კიდევ ერთი გარემოება. სეზონის მეორე ნახევარში ანჩელოტიმ მას როლი ცოტათი შეუცვალა. ინგლისელმა ფეხბურთელმა უკან დაიხია და სიღრმიდან თამაშობდა. თუ თავიდან კარლო 4-4-2 სისტემას იყენებდა, შემდეგ 4-2-2-2-ზე გადავიდა. ჯუდი საჯარიმოსთან ხშირად ვეღარ ხვდებოდა და შესაბამისად, კარშიც ნაკლებს ურტყამდა..
მეგოლედ კვლავ ვინისიუსი მოგვევლინა, რომელიც შობის შემდეგ, დიდებულ ფორმაში შევიდა. ასევე, როდრიგოც ბრწყინავდა და აქედან გამომდინარე, ბელინგემის მხრებზე დიდი წონა აღარ იყო..
როლის პოვნა
მიმდინარე სეზონში, ბელინგემს გოლი ჯერ არ გაუტანია. საბედნიეროდ, ბლანკოსის შეტევაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ამ დანაკლისის აღმოფხვრა შეუძლიათ..
სამეფო კლუბმა კილიან მბაპე დაიმატა, თუმცა ჯერ ის ოპტიმალურ ფორმაში კვლავ არ არის. მიუხედავად ამისა, მისი სტატისტიკა ნერვიულობის საბაბს არ იძლევა..
კილიანმა ლა ლიგაში 5 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი.. ვინისიუსმა ყველა ტურნირზე ერთად 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა..
მომენტის მოლოდინში
ჯუდი თავის მომენტს ელოდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია იმ დროს გაისროლოს, როდესაც მის გუნდს ყველაზე მეტად უჭირს.
ამის ნათელი მაგალითი ევრო 2024-ზე მისი გოლია სლოვაკეთის წინააღმდეგ. ეს გოლი უკვე დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მომენტად დარჩა.. ეს იყო ბელინგემის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ინგლისის ნაკრებში, რომელმაც თავხედური თამაშის ფონზე, ჯადოსნური გოლი გაიტანა. ამით კი თავისი გუნდი გადაარჩინა..
მან იგივე გააკეთა გასული სეზონის ლა ლიგის ორივე ელ კლასიკოში. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი საგოლე გადაცემა შეასრულა და ვინისიუსს გაატანინა. კიდევ ერთი საგოლე გადაცემა უეფა-ს სუპერ თასზე ატალანტას წინააღმდეგ. ადრესატი ამჯერად მბაპე იყო.. არის რაღაც უხილავი კავშირი ბელინგემსა და დიდ თამაშების შორის..
პანიკა საჭირო არ არის
არც ისეა საქმე, რომ ბელინგემი გოლების გატანას არ ცდილობს. მიმდინარე სეზონში მან 11-ჯერ სცადა გოლის გატანა. აქედან ხუთი კი კოლოსალურად სახიფათო იყო.. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, თუ როგორი ფეხბურთელები არიან მის წინ.. ვინისიუსი, მბაპე, როდრიგო..
ჯუდი ახლა ნახევარმცველია. ის კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს და შეტევას და ნახევარდაცვას აკავშირებს. ბელინგემი საკვანძო პასებით გუნდში მეოთხეა.. ზუსტ პასებში კი მხოლოდ ლუკა მოდრიჩი უსწრებს..
დაცვითი ციფრებიც კარგად გამოიყურება. ინგლისელი ჩაჭრების კუთხით გუნდში მესამეა. ბელინგემი სრულყოფილი ნახევარმცველია, რომელსაც მოედანზე აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია..
ასე რომ, არა ის აღარ არის თავდამსხმელი და რეალურად არც არასდროს ყოფილა.. ეს ახლა ნახევარმცველი ჯუდია და ნახევარმცველი ჯუდი, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ უზარმაზარი შესაძლებლობაა..