დეიან სტანოიევიჩი
Aa
Aa

სტანოიევიჩი წავიდა - ახალ სეზონში ახალ მწვრთნელთან ერთად

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს თბილისის „დინამო“ ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად შეხვდება. კლუბის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბმა სპეციალისტმა დეიან სტანოიევიჩმა თანამდებობა დატოვა და მას სავარაუდოდ, იტალიელი მწვრთნელი შეცვლის, რომელთანაც მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა.

მოთამაშეები თბილისში ემზადებიან და უახლოეს დღეებში უნგრეთში გაემგზავრებიან, სადაც პრესტიჟული ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ადგილობრივ „ფერენცვაროშს“ შეხვდებიან. ბუდაპეშტის კლუბის გარდა, ბე ჯგუფში „დინამო თბილისის“ მეტოქე სერბეთის „რადნიჩკი“ და ხორვატიის „იადრანი“ იქნება. „ფერენცვაროში“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, „რადნიჩკის“ 2012 წელს ევროპის თასი, ხოლო 2021 წელს სერბეთის ჩემპიონატი აქვს მოგებული. რაც შეეხება „იადრანს“, სპლიტის კლუბს „ფერენცვაროშის“ მსგავსად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული.

საქართველოს ჩემპიონი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში მეექვსე სეზონს დაიწყებს და წინა ხუთი გათამაშების განმავლობაში შვიდი თამაში მოიგო. ყველაზე წარუმატებელი კლუბისთვის შარშანდელი სეზონი გახლდათ, რომელიც გამარჯვების გარეშე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პრიმორიესთან - დინამომ ევრო ასპარეზი მოგების გარეშე დაასრულა
მარცხი პრიმორიესთან - დინამომ ევრო ასპარეზი მოგების გარეშე დაასრულა