უკრაინის ნაკრები, ტარას სტეპანენკო
Aa
Aa

საქართველოსთან ვერ ითამაშებს - უკრაინას კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

დონეცკის „შახტარის“ კაპიტანმა, ტარას სტეპანენკომ „ატალანტასთან“ გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო და უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

როგორც სპორტულმა ექიმმა, დმიტრი ბაბელიუკმა განაცხადა, 35 წლის ფეხბურთელის აღდგენას დაახლოებით 3-5 კვირა დასჭირდება.

ეს უკრაინელების ერთადერთი დანაკლისი არ არის. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს ასევე ვიქტორ ციგანკოვი. „ჟირონას“ 26 წლის ფეხბურთელმა ტრავმა „ფეიენოორდთან“ მატჩის დროს მიიღო.

ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა, ძირითად შემადგენლობაში გუნდის მოქმედი კაპიტანი, ანდრეი იარმოლენკო არ გამოიძახა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოქტომბრის თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია, სარაევოს ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.

უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იარმოლენკო ნაკრებში არ იხმეს - უკრაინელმა ამის შესახებ ინტერნეტით შეიტყო
იარმოლენკო ნაკრებში არ იხმეს - უკრაინელმა ამის შესახებ ინტერნეტით შეიტყო