პრედრაგ მიატოვიჩი
Aa
Aa

ბევრი კუნთი, ნაკლები კრეატივი - მიატოვიჩმა ნახევარდაცვა გააკრიტიკა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ლილთან“ (0:1) სენსაციურად წააგო და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე პირველი მარცხი იწვნია. წამყვანმა მადრიდულმა გამოცემებმა სამეფო კლუბის თამაშის გაკრიტიკების შემდეგ, გუნდის ასპარეზობის შეფასება კლუბის ვეტერან ფეხბურთელებს სთხოვეს და მათ შორის ყველაზე კრიტიკული პრედრაგ მიატოვიჩი აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე მეტი პრეტენზიები სათამაშო რგოლებიდან ნახევარმცველებს წაუყენა.

რა თქვა მიატოვიჩმა

ვერ ვიტყვი, რომ „ლილმა“ შეტევაში რაღაც განსაკუთრებულის დემონსტრირება მოახდინა, ეს კი რა თქმა უნდა „რეალის“ დაცვის ხაზის გამართული თამაშის დამსახურება გახლდათ.

იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდი ნახევარდაცვაზე - ბელინგემი-ჩუამენი-კამავინგა - ვალვერდეს კვარტეტი ეს არის შუა ხაზი, რომელსაც ასე დავახასიათებდი - ბევრი კუნთი, ნაკლები კრეატივი.

პრედრაგ მიატოვიჩი „რეალის“ სამსახურში ჯერ მოთამაშის ამპლუაში იდგა, ხოლო მოგვიანებით, კარიერის დასრულების შემდეგ, რამონ კალდერონის პრეზინდეტობის პერიოდში, სპორტული დირექტორის ფუნქციებს ითავსებდა. სერბ ფეხბურთელს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი სწორედ სამეფო კლუბის რიგებში აქვს გატანილი, როდესაც 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელებმა „იუვენტუსი“ (1:0) მისი ერთადერთი ბურთით დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ლილი გამარჯვებას იმსახურებდა“
ანჩელოტი: “ლილი გამარჯვებას იმსახურებდა“