უკრაინის ნაკრები, ანდრეი იარმოლენკო
Aa
Aa

იარმოლენკო ნაკრებში არ იხმეს - უკრაინელმა ამის შესახებ ინტერნეტით შეიტყო

11 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო მატჩს უკრაინასთან გამართავს.

სკანდალური და მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სერგეი რებროვის გადაწყვეტილება, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში გუნდის მოქმედი კაპიტანი, ანდრეი იარმოლენკო არ გამოიძახა.

როგორც ნაკრების ყოფილმა პრეს-ატაშემ, ოლექსანდრ გლივინსკიმ დაწერა, მწვრთნელის გადაწყვეტილების შესახებ იარმოლენკომ ინტერნეტიდან გაიგო.

„რებროვმა ნაკრებში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენი, პირველად მის კარიერაში, სარეზერვო სიაში ჩასვა. როგორც ვხვდები, ანდრეიმ გამოუძახებლობის შესახებ ინტერნეტიდან შეიტყო - ეს, სულ მცირე, უსიამოვნოა.

ისეთი მოთამაშეები, როგორიც მრავალწლიანი ლიდერი უკრაინის ნაკრების კაპიტანია, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას პირადად იმსახურებენ. ანდრეიმ ბევრი რამ გააკეთა ეროვნული ნაკრებისთვის, რათა სარეზერვო სიის შესახებ ინტერნეტიდან არ გაეგო“, - წერს გლივინსკი.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დებიუტანტი გულიაშვილი | სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დებიუტანტი გულიაშვილი | სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა