ატლეტიკო მადრიდული დერბის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა
Aa
Aa

ატლეტიკო მადრიდული დერბის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ატლეტიკო“-„რეალის“ მატჩის დროს მომხდარ მოვლენებზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ „მეტროპოლიტანოს“ სამხრეთი ტრიბუნა, საიდანაც ფანები „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას სხვადასხვა სახის საგნებს ესროდნენ, 3 მატჩით დაიხურება.

გარდა ამისა, „ატლეტიკო“ ფანების ქმედებების გამო 45 000 ევროთი დაჯარიმდა.

მადრიდული კლუბის ინფორმაციით, მათ უკვე დაადგინეს წესების დამრღვევი ერთ-ერთი გულშემატკივრის ვინაობა და მას სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბის მეორე ტაიმში თამაში დაახლოებით 15 წუთით შეწყდა, მას შემდეგ რაც როხიბლანკოს ფანებმა ტიბო კურტუას მისამართით სანთებელების და სხვა საგნების სროლა დაიწყეს.

ცნობისთვის, მადრიდული დერბი 1:1 დასრულდა - ედერ მილიტაოს გოლს მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანხელ კორეას გოლით უპასუხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: აგრესიული ადამიანები არც ფეხბურთში უნდა იყვნენ და არც საზოგადოებაში
ანჩელოტი: აგრესიული ადამიანები არც ფეხბურთში უნდა იყვნენ და არც საზოგადოებაში