ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„ორივე მატჩი იმედგაცრუებაა“ - კიტეიშვილი შტურმის თამაშზე

ოთარ კიტეიშვილს “შტურმის“ შარშანდელ წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის - 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიის ბუნდესლიგაში 9 გოლის გატანასთან ერთად, 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და გრაცის კლუბს 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტულის მეოთხედ მოპოვებაში დაეხმარა.

ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ბრიუგესთან“ (0:1) საშინაო მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება სთხოვეს და ოთარს საკუთარი გუნდის კრიტიკისგან თავი არ შეუკავებია.

რა თქვა კიტეიშვილმა

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უკვე ორი მატჩი ჩავატარეთ და ორივე უდიდესი იმედგაცრუება იყო. ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც ასეთ დონის ტურნირზე ასპარეზობით საჭირო გამოცდილებას იძენს და იმედია დაშვებული შეცდომებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ.

საჭიროა, რომ ვერტიკალური თამაშის დროს უფრო მეტად კომპაქტურები ვიყოთ. ისინი მატჩს სრულად აკონტროლებდნენ, ჩვენ კი მჭიდრო პრესინგის ფონზე, გამოსავალს ვერ ვპოულობდით. შევქმენით რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ ასეთ დონეზე თამაშის დროს, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გრაცელებმა „ბრიუგესთან“ (0:1) საშინაო მარცხამდე, პირველ ტურში სტუმრად საფრანგეთის „ბრესტთან“ (1:2) წააგეს. ავსტრიის ჩემპიონატში კი რვა ტურში დაგროვებული 16 ქულით ლიდერები არიან. მომდევნო შეხვედრას კიტეიშვილი და მისი თანაგუნდელები ბუნდესლიგაში კვირას, 6 ოქტომბერს, საკუთარ სტადიონზე „ზალცბურგთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილცერი: ბრიუგემ გამარჯვება დაიმსახურა
ილცერი: ბრიუგემ გამარჯვება დაიმსახურა