ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელიას კარიერა ბოლო წლებში დაუჯერებლად გაიზარდა“ - ნეაპოლური მედია

ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და ქართველი ფეხბურთელის მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას.

რას წერს Sport Napoli:

„კვარაცხელიას კარიერა ბოლო წლებში დაუჯერებლად გაიზარდა და მისი თამაში მუდმივად უმჯობესდება. ის აჩვენებს საოცარ ერთგულებას საქმისა და მიზანდასახულობისადმი, რომელიც მას კიდევ უფრო მაღალი დონის მიღწევაში დაეხმარა“.

„თამაშის წაკითხვის უჩვეულო უნარის წყალობით, ქართველი მოთამაშე გახდა არა მხოლოდ საკუთარი გუნდის საყრდენი, არამედ მიიპყრო ექსპერტებისა და კრიტიკოსების ყურადღება“. 

აღსანიშნავია, რომ CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა და დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში (იგულისხმება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატი) ყველაზე მეტ მომენტს ქმნიან. „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და მე-7 ადგილზეა.

ამ დროისთვის, ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი, 13 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბედნიერი აშკარად არ არის და ცოტა ნერვიულობს“ - ნაპოლის ყოფილი კაპიტანი კვარაზე
„ბედნიერი აშკარად არ არის და ცოტა ნერვიულობს“ - ნაპოლის ყოფილი კაპიტანი კვარაზე